|
2023-04-07 10:15:05, 1255 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდი - საქართველოში ნათელი წერტილი სამოქალაქო საზოგადოება და მისი ძალაა
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი Foreignaffairs-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით "რუსეთი საქართველოში იმარჯვებს" ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს მკვეთრი ანალიზი, სამწუხაროდ, ზუსტია". როგორც ფრიდი სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში "ნათელი წერტილი" სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ავტორიტარიზმს არ ეგუება. "ეს მკვეთრი ანალიზი საქართველოს რესპუბლიკის სამწუხარო მდგომარეობისა სამწუხაროდ ზუსტია. ნათელი წერტილი არის ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად საზოგადოების მუდმივი ძალა: ისინი არც დაშინებულები არიან და არც ავტორიტარიზმს ეგუებიან", - წერს მკვლევარი Twitter-ზე. ცნობისთვის, Foreign Affairs-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ დაუჭირა მხარი უკრაინას, არამედ გააძლიერა კიდეც ანტიდასავლური პროპაგანდა. სტატიაში აღინიშნა ისიც, რომ საქართველომ მოსკოვის ქებაც კი დაიმსახურა იმის გამო, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)