|
2023-04-06 16:39:14, 740 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან
საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. ხაბეიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, 9 აპრილს, 17:00 საათზე მსოფლიოს ერთიანობა აჩვენოს. "კლასიკური საქართველოს მოღალატე, გარუსებული მურუსიძის ისტერიკა მოვისმინეთ პირდაპირ ეთერში. რუსულ სტილში, დასავლეთზე თავდასხმითა და კრემლის პროპაგანდის შესაბამისი ტექსტებით. პირდაპირ ეთერში გამოაცხადა მურუსიძემ, რომ არის კრემლის წარმომადგენელი საქართველოს სასამართლოს სისტემაში. ყველა მისი სიტყვა, წინადადებათა წყობა იყო ანტისახელმწიფოებრივი, რუსული, პუტინისტური და გაზავებული სალავიოვ - სიმონიანის მესიჯებით. საქართველო დასაცავია გარუსებული, პროპუტინისტი, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის სურვილს - გავხდეთ ევროკავშირის წევრები! 9 აპრილს, 17:00 საათზე ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ, სანამ საქართველოს არ გავიყვანთ სამშვიდობოს და არ შევიყვანთ ევროკავშირში", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)