|
2023-04-06 10:34:51, 739 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ვაკეში „შინხოფერის“ ახალი მაღაზია გაიხსნა
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ვაკეში სუპერმარკეტების ქსელ „შინხოფერის“ ახალი მაღაზია 190 კვ.მ. ფართობზე გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 800 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 645 000 აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია „შინხოფერი“ წლებია საქართველოს ბაზარზეა. დღეს კი, უკვე 7 ფილიალითაა წარმოდგენილი. „საქართველოს ბანკთან" უკვე 7 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით „შინხოფერის“ არაერთი მაღაზიის გახსნა შევძელით. ჩვენს სუპერმარკეტებში წარმოდგენილია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, დელიკატესების განსაკუთრებული კუთხე. ჩვენს მომხმარებლებს ყველა ფილიალში სწრაფი კვების კაფეებს დავახვედრებთ და მრავალფეროვან მენიუსაც შევთავაზებთ“, - აღნიშნავს კომპანია „შინხოფერის“ დამფუძნებელი, მამუკა ჯაფარიძე. „სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც გახსნის დღიდან ჩვენი პარტნიორია, დღემდე ერთობლივად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. კომპანია „შინხოფერი“ გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციით და გასაკვირი არაა, რომ დღითი დღე მოთხოვნაც იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რადგან ქვეყანაში იზრდება წარმოება, იხსნება ახალი ფილიალები, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეს კი დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)