|
2023-04-06 10:19:26, 1104 ნახვა
პოლიტიკა
ლუკ კოფი სანქციებზე - ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში
ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში,- ასე ეხმაურება „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ლუკ კოფი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. მისი თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. „სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადება აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ბრალდებებს. დეპარტამენტის ეს ნაბიჯი უნდა იყოს მოწოდება გამოღვიძებისკენ საქართველოს მთავრობაში. მსგავსი სამომავლო ნაბიჯები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით უნდა გადაიდგას“,- განაცხადა ლუკ კოფმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და განაცხადა, რომ მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)