|
2023-04-06 08:56:48, 768 ნახვა
პოლიტიკა
არახამია მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის
ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. არახამიას თქმით, უკრაინამ აშშ-ის ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. „ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. პირველად ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მათ ვერ გაიგეს პირველად, კარგი, რა გაეწყობა, იმედია, ახლა მიხვდებიან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)