|
2023-04-05 23:31:30, 831 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში - დროა, სახდეპმა საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყოს
დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია, - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. "სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება. დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია. დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავალი". შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)