|
2023-04-05 13:10:00, 639 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ისტორიულ უბანში მდებარე სახლის რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება
თბილისის ისტორიული უბნების განახლების პროგრამა, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, ამოქმედდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა რეაბილიტაციის დროს შენობის სახის ცვლილება ან სართულების დამატება ვერ მოხდება. „აღნიშნული პროგრამა უკვე ფუნქციონირებს. ამ გადაწყვეტილებამ ყველა შესაბამისი უწყება გაიარა, დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა და უკვე შეგვიძლია, ახალი პროგრამის საშუალებით, ძველი თბილისის შენობა-ნაგებობები მოვაწესრიგოთ. ერთადერთი რესურსი, რაც გვქონდა, იყო „თბილისის განვითარების ფონდი“, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბევრი კარგი სამუშაო ჩატარდა, თუმცა ეს საკმარისი არაა. ჩვენ იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ ძველ უბნებში, ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ბიზნესის შემოყვანა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ახალ პროგრამას, თბილისის მერის განმარტებით, მას ორი მიმართულება აქვს, პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას კი „თბილისის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს. „პირველი მიმართულების მიხედვით, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ავარიული ძეგლი, სადაც ცხოვრობს 10 ოჯახი. თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, მივცემთ საშუალებას, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს. ისტორიულ უბანში მდებარე სახლი, რომლის სახის ცვლილება და სართულების დამატება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, „თბილისის განვითარების ფონდის“ ჩართულობით რეაბილიტირდება. ეს ინვესტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, ჩვენ მიერ დამტკიცებული პარამეტრებით, პროექტი სხვაგან განახორციელოს ისე, რომ ის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს შეასრულებს, დაიბალანსოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ახალი პროგრამის მეორე მიმართულებას, თბილისის მერის განმარტებით, ის ითვალისწინებს შემდეგს: ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს. მისი თქმით, აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)