14:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 16:02:42, 805 ნახვა

საზოგადოება
მესტიის რაიონულმა პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მესტიის მე-2 საჯარო სკოლაში, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზებისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ დისკუსიას დაეთმო. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics