|
2023-04-03 19:02:28, 1018 ნახვა
პოლიტიკა
რინკევიჩი - საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია სურს თუ არა ქვეყანას განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული
თუ [მთავრობის] გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული, თუ გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. “არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად... საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული: სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის“, - განაცხადა რინკევიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)