|
2023-03-31 14:15:06, 1106 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილს - დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით ახალ ტალღას
დღეს, ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ,- ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც ის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე წარსდგა. როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლით პოლარიზაცია გააღრმავა. "ერთი კითხვა მაქვს - 2008 წელთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? თქვენ ბრძანებდით 2018-ში, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი - აქ შეგიძლიათ კონსპირაციის კონტექსტში რაე გვითხრათ?... როდესაც ჩვენ ვიცით "ნაცმოძრაობის" კონკრეტული მიზნები იმასთან დაკავშირებით, რომ არის მათი მიზანი პოლარიზაცია. არავის სჯერა, რომ პოლარიზაცია არ იყოს მათი მიზანი. დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას... ვინც თქვენ ხმა მოგცათ, მათ პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დღევანდელი თქვენი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მოღალატეს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ", - მიმართა მდინარაძემ ზურაბიშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)