21:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 20:11:07, 1505 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს

სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ჩინეთის როლი უკრაინის ომში იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელსა და პეკინს შორის ურთიერთობას.

„პრეზიდენტი სი უკრაინაში სასტიკი და უკანონო შეჭრით შესფოთებული არ არის, თუმცა პუტინის რუსეთთან „უსაზღვრო მეგობრობას“ ინარჩუნებს. მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში დინამიკა შეიცვალა. სი ძინპინის რუსეთში ვიზიტიდან ირკვევა, რომ ჩინეთი პუტინის სისუსტეს რუსეთზე თავისი ბერკეტების გაზრდის საშუალებად განიხილავს. და ცხადია, რომ ძალაუფლების ბალანსი ამ ურთიერთობაში ახლა შეიცვალა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics