|
2023-03-30 14:27:16, 1051 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - რაც ჩვენ სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე
რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ვიწვალეთ, ახია ჩვენზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, პრეზიდენტი ხშირად არაობიექტურია. "ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა - რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ქ-ნი სალომე", - განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან, მდინარაძემ აღნიშნა: "არ ვიცი, მოლოდინი როგორ ვთქვა. ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი". ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ, 31 მარტს ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)