|
2023-03-29 17:10:40, 996 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ეროვნულ პლატფორმაზე ინოვაციური მიდგომები და ახალი სტანდარტები განიხილეს
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სადამფუძნებლო კონფერენცია დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ერეკლე ღვინიანიძის განცხადებით, "კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია". ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ. დავით ნადირაშვილის განცხადებით, "საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, მოსალოდნელი კიბერსაფრთხეების თავიდან აცილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებას. ღია და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნისთვის კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემას". შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა ახალი სანდო პროდუქტებისა და გადაწყვეტების დანერგვის, ინოვაციური მიდგომების, ახალი სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. მონაწილეები გაეცნენ კიბერუსაფრხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის წესდებას და ეთიკის კოდექსს; აირჩიეს ორი თანათავმჯდომარე (საჯარო და კერძო სექტორებიდან). შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეები განიხილავენ და შეჯერდებიან პრობლემური საკითხებიდან საერთო და საუკეთესო გამოსავალზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მანდატის მქონე ორგანიზაციები და კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები. მათ შორის, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტო. ასევე, დარგის ექსპერტები ავსტრიიდან, ლიეტუვადან და გაერთიანებული სამეფოდან. უცხოელი ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას დასავლური ქვეყნების საჯარო-კერძო პარტნიორობის პრაქტიკისა და მნიშვნელობის შესახებ. კონფერენცია ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მის მხარდაჭერას კი „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" (EU Twinning) და „გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა" (UKGCP) უზრუნველყოფენ.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)