08:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 15:16:56, 785 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილოა

მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ​მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო ნორმალიზაცია „მთლიანობაში ხალხის ინტერესებს შეესატყვისება“.

„დარწმუნმებულები ვართ, რომ საერთო ისტორიითა და კულტურით გაერთიანებული, მილიონობით ადამიანის ბედით გადაჯაჭვული რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, სრულად შეესატყვისება ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს“, - განაცხადა გალუზინმა.

მისივე თქმით, მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა „ორ სახელმწიფოს შორის ერთადერთი მოქმედი მაგისტრალის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“ „რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის" მაგალითია.

„ქართული მხრიდან მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა, ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის სიმძლავრის შემცირება“,- განაცხადა გალუზინმა.

გარდა ამისა, გალუზინის თქმით, საქართველოში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

„მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა, უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან“,- დასძინა გალუზინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics