08:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 14:37:52, 854 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სამწუხარო მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში.

„რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც არის კატეგორიულად მიუღებელი, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და გაუგონარი მოვლენა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში.

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, არავის არ აქვს უფლება ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს, პატიმარს არ უნდა "ვივამედის" საკვების მიღება, პენიტენციურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს და ეს ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics