|
2023-03-29 12:34:47, 1668 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიიღება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. მიშელმა მოლდოვაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. "მომავალ თვეში მნიშვნელოვანი ამბები იქნება. ევროკომისია გამოაქვეყნებს მომდევნო მოხსენებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაციის შესახებ. მე ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული საბჭო აპირებს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება კომისიის მოხსენების გათვალისწიებით და იმედი მაქვს, ის პოზიტიური იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)