21:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 10:07:59, 1390 ნახვა

მსოფლიო
„ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ“ - ზელენსკიმ სი ძინპინი კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კიევში მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ჩინეთის ლიდერთან კონტაქტი არ ჰქონია, ამიტომ სურს, რომ სი ძინპინი უკრაინას ეწვიოს.

"ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ. მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მქონდა მასთან შეხება, მაგრამ მთელი ამ წლის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, არ მქონია", - განაცხადა ზელენსკიმ. 

როგორც  Associated Press-ი წერს, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის შემდეგ, გაჩნდა პერსპექტივა, რომ პეკინი, შესაძლოა, მზად იყოს, მოსკოვს მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მას ამოწურული მარაგის შესავსებად სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით 20 მარტს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერმა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics