|
2023-03-28 16:30:13, 834 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან კავშირის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირს, რუსეთის ხელისუფლება "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამს. რუსული ახალი ამბების სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ერევანი ჰააგის სასამართლოს რომის წესდებას შეუერთდეს. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ორდერი ასევე ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც გაიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)