|
2023-03-28 14:22:43, 782 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის - ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის - ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცემას გამოეხმაურა და ფაქტს ცინიზმი უწოდა. "ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს. როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის - ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)