|
2023-03-24 21:29:43, 816 ნახვა
საზოგადოება
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ: "წელს, პრემიერმა უკვე მეორედ ახსენა კომპანია PSP, PSP ჯგუფს გვიწოდა დესტრუქციული ძალა და ბრალი დაგვდო, თითქოს ერთ-ერთ მედიკამენტზე 300%-იანი ფასნამატი გავაკეთეთ. ეს არის ტყუილი! წინა პერიოდში, ეს ონკოლოგიური პროდუქტი PSP-ს ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა. მიღებული პრაქტიკაა, რომ მოკლევადიანი მედიკამენტი რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი შესასყიდი ფასია, რათა ვადა არ გაუვიდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვე მერამდენედ, გააჟღერა გადაუმოწმებელი ფაქტები და პარლამენტის ტრიბუნიდან დასდო ბრალი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ბურჯს, ჩემს მიერ აშენებულ PSP-ს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შედის, რომელმაც 8 000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 1 %-ია და რომელიც ყოველწლიურად, უკვე ათწლეულებია, 50 მილიონ ლარამდე გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში. რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ შორის, თურქულს, კომპანიის წლიური მოგება არ აღემატება კომპანიის ბრუნვის 5-6 %-ს და ეს მოგება 10 %-იც რომ იყოს, აბსოლუტურად სამართლიანია. აქვე, შევეხები თურქეთის ბაზრის გახსნის თემას. პრემიერი თავს იწონებს, რომ თურქეთის ბაზარი გახსნა და თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასი შეამცირა. დიახ, ასეა, მაგრამ ამას ვითხოვდით ჩვენ, ფარმაცევტული კომპანიები, ჯერ კიდევ 2010 წლიდან. ათი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ყური არ შეიბერტყა და როგორც იქნა, ათი წლის თავზე, ერთფურცლიანი დადგენილება დაწერეს. რა მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! პირადად მე, ასჯერ მაქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, თქვენი მთავრობის ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის, რომ გაგეხსნათ თურქული ბაზარი - სად იყავით 10 წელი?! რატომ მოანდომეთ ამდენი დრო ერთი ფურცლის დაწერას? თურქული ბაზარი თქვენ კი არ გახსენით, ჩვენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და პირადად მე გაგახსნევინეთ! არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს არ აქვს პროგრესი. ასე ეპყრობა ხელისუფლება ყველა ბიზნესს, თუ ეს ბიზნესი არ არის დაკავშირებული ბატონ ივანიშვილთან, ან „ქართული ოცნების“ წევრებთან. შეგახსენებთ ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის და სხვა მაგალითებს. ასე ებრძვის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას! PSP ჯგუფი არ არის კახა ოქრიაშვილის პირადი საკუთრება. ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია. ბატონო პრემიერო, კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას, პირადად ჩემთვის და PSPჯგუფის თითოეული თანამშრომლისთვის!", - ნათქვამია კახა ოქრიაშვილის ღია წერილში.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)