23:44 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 21:56:54, 778 ნახვა

საზოგადოება
სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიურო შეუერთდა

,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაობა გაძლიერდება" სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიუროც შეუერთდა. სოციალური მუშაობა აღსრულებაში - ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა სააღსრულებო წარმოებაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე და სპეციფიკაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიესალმა.

,,სააღსრულებო წარმოების პროცესში მოქნილი სოციალური პოლიტიკის გატარება ხელს უწყობს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით და მხარეთა შეთანხმებით დასრულებას“, - აღნიშნა ერეკლე ღვინიანიძემ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მირიან ხარაბაძის განცხადებით, ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება“.

ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყების ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან სოციალურ მუშაობაში. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომლის იურისტი მენეჯერები და სოციალური მუშაკები ჩართული არიან სააღსრულებო წარმოებაში, აუქციონის, ალიმენტის და გამოსახლების კატეგორიის საქმეებში.

ისინი ახდენენ მხარეთა სოციალური მდგომარეობის შეფასებას, დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას და რეფერირებას; უზრუნველყოფენ სახელმწიფო თუ არასამთავრობო სერვისზე ხელმისაწვდომობას; მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით ახორციელებენ მედიაციას, რათა საქმისწარმოება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და შეთანხმებით დასრულდეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics