|
2023-03-23 14:11:46, 856 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილზე - ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს
თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია. როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ. „ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაანახოს საზოგადოებას, საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ის არ იკვებება, ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟით საკვები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს "ვივამედმა" გაავრცელა განცხადება, რომ სამედიცინო დაწესებულება იძულებულია, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა კლინიკაში პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა შეფასდეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება, აქედან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ის კლინიკაში საპატიმრო დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გასული წლის 1-ელ დეკემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 6 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძის ადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)