|
2023-03-22 12:25:32, 1062 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - კეზერაშვილი კი, მედიაშიც ერევა და პოლიტიკაშიც
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზე გავლენაც აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, კონკრეტულ გვარებზე ყურადღების გადატანას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს. “ბიძინა ივანიშვილი, თავისთავად, პოლიტიკაში არ მონაწილეობს. ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კონკრეტული რუპორები ცდილობენ, რომ გვარებზე გადაიტანონ საკითხი, თუმცა ჩვენ მოგვისმენია, მაგალითად, კეზერაშვილის თვითაღიარება, რომელიც ამბობს, რომ ეგ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზე გავლენაც აქვს. ეს განცხადება მისგან მოვისმინეთ. რაც შეეხება, ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მხოლოდ მთავარი პრინციპი, მხოლოდ სამართლიანობა'', - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს პარლამენტმა ორი მოსმენით მიღებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე განხილვისთვის დააბრუნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მესამიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების მიზეზი ვენეციის კომისიის დასკვნა გახდა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)