23:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 09:27:05, 1050 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი სი ძინპინს - მოახდინეთ ზეწოლა პუტინზე, რათა უკრაინის სუვერენიტეტს პატივი სცეს

თეთრი სახლი მოუწოდებს ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში, რათა უთხრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, სი ძინპინი უნდა დაელაპარაკოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაზე ომის გავლენის შესახებ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთის პრეზიდენტს, განახორციელოს ზეწოლა პირდაპირ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები აუცილებლად ყურადღებით მიადევნებენ ამას თვალს“,- განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics