|
2023-03-20 17:56:25, 960 ნახვა
პოლიტიკა
კარიმ ხანი - მე უკრაინელი და რუსი ხალხის მეგობარი ვარ, ვეწინააღმდეგები მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულებს
მე როგორც უკრაინელი ხალხის მეგობარი, ასევე რუსი ხალხის მეგობარიც ვარ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ არ მოხდება კანონზე დამორჩილება და არ გაიწერება უკეთესად სამოქმედო გეგმა, შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ხელიდან გაშვებული შანსი. "თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაცობრიობის მეგობრები და ის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)