|
2023-03-20 17:45:09, 1036 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - თუ მიზანი „ქართული ოცნების“ გაშვებაა და ამის საშუალებად ქურდი კეზერაშვილი მიგაჩნია, აქედან არაფერი გამოვა
თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის შევა კომუნიკაციაში ისეთ ადამიანებთან, ვისაც ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" გაშვება სურს, მაგრამ არ აქვთ მიზნად "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება. "ახლა ზოგიერთი მექრთამე სიტუაციური მოკავშირეა, მაგალითად, კეზერაშვილი. ეს ჩემთვის აუხსნელია. ამ ადამიანმა ჯარს ფული მოპარა და მას ფული როგორ უნდა გამოართვა და ერთობაში შეხვიდე? როცა დამფინანსებელი მექრთამეა და ფული მოპარა არმიას, მასთან არანაირი კონტაქტი არ უნდა გქონდეს და ამ საქმისგან არაფერი გამოვა. ხშირ შემთხვევაში, მიზანს საშუალებები გვაშორებს. თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა. მათთან ვისაუბრებ, ვისაც უნდა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ წავიდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)