|
2023-03-20 14:00:56, 897 ნახვა
პოლიტიკა
განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩხენკელმა განათლების მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. "ბატონი გიორგი წლებია უკვე ჩართულია განათლების სფეროში. იგი ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. მე მჯერა, რომ ის წარმატებული განათლების მინისტრი იქნება. მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან დღემდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, ის განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, პოსტიდან წასვლის შემდეგ კი, მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)