|
2023-03-20 12:11:05, 907 ნახვა
საზოგადოება
განათლება ქმნის მომავალს - „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა
"საქართველოს ბანკისა" და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილ STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლის მსურველი 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა. ახალგაზრდებში მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისთვის, STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისთვის შექმნილი STEM სკოლა თავდაპირველად 150 მოსწავლის მიღებას გეგმავდა. პროექტის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესისა და შესარჩევ ეტაპზე მაღალი ქულების მქონე მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, "საქართველოს ბანკისა" და კომაროვის სკოლის ინიციატივით, ადგილების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, უკვე 211 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, კომაროვის სკოლის პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს. "საქართველოს ბანკის", როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მათი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ STEM-ის ონლაინ სკოლის მიმართ დიდი ინტერესი დაფიქსირდა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებში. "საქართველოს ბანკის" გადაწყვეტილებით, რეგიონში მცხოვრებ 63 ახალგაზრდას, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად დაუფინანსდებათ. „საქართველოს ბანკში" კარგად გვესმის, რომ ქვეყნის უკეთეს მომავალს განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოს მასშტაბით მცხოვრები მოსწავლეებისთვის შეგვექმნა განვითარების შესაძლებლობა - მიგვეცა წვდომა STEM-ის მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე, დაგვეინტერესებინა ისინი მომავლის პროფესიებით და გაგვეჩინა მათში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის სურვილი. "საქართველოს ბანკისა" და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციტივით შექმნილი STEM სკოლის მიმართ გამოვლენილმა ინტერესმა დაგვანახა, რომ ჩვენი ინიციატივა საკმაოდ სწორი და დროული იყო. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტი განვითარებისა და განათლების შესაძლებლობა შევთავაზოთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდებს“, - აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, "საქართველოს ბანკის" CSR მიმართულების ხელმძღვანელი. STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)