02:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 14:08:25, 1424 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მარტს ქართველი მუსიკოსები კიბოს სკრინინგის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ

20 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით,  ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კამპანიაში ჩართულნი არიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე,  ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი და თიკუნა წიქარიშვილი. კონცერტზე, ცნობილი შემსრულებლები, გარდა პოპულარული ნაწარმოებების შესრულებისა, საზოგადოებას კიბოს სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებენ.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია, სრულიად ახლებურად დაანახოს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობა საზოგადოებას, ერთნაირად ჩართოს ყველა სფეროს წარმომადგენელი, იქნება ეს სახელოვნებო სფერო, ბიზნესსექტორი თუ სხვა. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანოს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.

ღონისძიების წარმდგენია კომპანია PSP. მედია პარტნიორია „პალიტრა მედია ჰოლდინგი“. სპონსორები არიან: „დეამედი“, „ისი პარი“, GOOD GIRL Carolina Herrera, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რესტორანი „არქივი“, თბილისის ღვინის მუზეუმი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics