|
2023-03-18 12:05:48, 1368 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას და 9 აპრილთან დაკავშირებით ხალხს ალუზიები გაუჩინონ
„ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ თავმჯდომარე, დეპუტატი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას. მისივე თქმით, 9 აპრილის აქციას საქართველოს ისტორიაში სხვა დატვირთვა აქვს და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხალხს გაუჩინონ ალუზია ამ დღესთან დაკავშირებით. „9 აპრილის აქცია ამ ქვეყნის ისტორიაში სხვა ვინმეს ეკუთვნის. ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ აქცია. „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას. მათ უნდათ, ხალხს გაუჩინონ ალუზია 9 აპრილთან დაკავშირებით“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)