|
2023-03-17 10:01:12, 883 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენაზე კატარელ მინისტრებს და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს უმასპინძლა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კატარის დედაქალაქ დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს სტენდი კატარის ტრანსპორტის მინისტრმა, კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრმა, მუნიციპალიტეტების მინისტრმა, გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა, კატარის ტურიზმის საბჭოსა და ავიახაზების პრეზიდენტმა და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა დაათვალიერეს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაზე „Agriteq 2023“ საქართველოს სტენდზე 14 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებმაც დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნეს. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი და სუბლიმირებული ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები. პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების უმეტესობა სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. „საქართველოსა და გალფის ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, გავხადოთ ის მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლების განმავლობაში, გალფის ქვეყნებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ინტერესი მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, მსგავსი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „Agriteq“ ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 52 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 650-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. გამოფენაში, რომელსაც 20 ათასამდე დამთვალიერებელი ჰყავს, მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა კატარსა და, ზოგადად, ყურის რეგიონში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის კატარის სახელმწიფოს სტენდები დაათვალიერა და ოფიციალურ პირებს შეხვდა. გამოფენის გახსნის ღონისძიებას მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)