|
2023-03-16 13:59:15, 833 ნახვა
პოლიტიკა
დანილოვი - საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის
საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. როგორც დანილოვმა "რადიო თავისუფლების" უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველომ და მოლდოვამ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ. „ეს ქართველები უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდოველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის“,- ამბობს დანილოვი. მისი თქმით, ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან. „მაგალითად მოლდოვა. რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება. საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბოსოლუტურად დანგრეულია ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“,- განაცხადა დანილოვმა.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)