|
2023-03-15 19:25:10, 759 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან თუ რამდენად შორს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა
ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან თუ რამდენად შორს არის "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპა, აქედან გამომდინარე მათგან ნებისმიერი სახის მოთხოვნა ცინიკურად და ღიმილის მომგრევლად გამოიყურება. "ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველაფერი ევროპული დაასამარა, შემდეგ კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს, მხარი არ დაუჭირა არც კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული არჩევანის შეტანას და არც პარლამენტში ევრორეკომენდაციით გათვალისწინებულ არცერთ რეფორმას, როდესაც ასეთ მოთხოვნას აყენებს, ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად შორსაა ერთმანეთისგან ნაციონალური მოძრაობა და ევროპა. შესაბამისად, მათი მხრიდან ეს მოთხოვნა, ისევე, როგორც სხვა მოთხოვნები, რომლებიც წარსულში წამოაყენეს, ცინიკურად და ღიმილის მომგვრელად გამოიყურება.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)