|
2023-03-13 16:25:33, 715 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, საჯარიმო სანქცია წესდება
მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის მკაცრი ჯარიმა წესდება - მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონპროექტი მოიწონა. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცვლილებების მოსალოდნელი შედეგი გავრცელებული მავნე პრაქტიკის - მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა. დღეს კანონმდებლობაში არ არსებობს ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვაგრძელებთ ამ პროცესს, როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით, ასევე სამრეწველო საწარმოებისა და ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლის მიმართულებით. ეს საკითხი, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით, ძირითადად კახეთის რეგიონში. სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების კუთხით. აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ და დღეს, მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. უწყების ცნობით, როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს და ამავდროულად აღნიშნული ქმედება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი - 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციები გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის დაჯარიმებას.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)