|
2023-03-11 00:45:13, 1402 ნახვა
პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი - საქართველოს ამ ბოლო დღეებში განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო
"ვნახეთ ქალი ევროპული დროშით, რომელიც, უკან დახიეს, რამაც გულგრილი არ დაგვტოვა - ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. "კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ძველი დემოკრატია ვართ და პირიქით გვწამს, თუმცა საქართველოს ამ ბოლო დღეებში განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. [...] საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ის იპოვის გზას მეტი სიმშვიდისკენ, რაც ევროპულ პერსპექტივასთან იქნება შესაბამისობაში." - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)