21:32 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 03:15:52, 1052 ნახვა

პოლიტიკა
აქცია დაშლილია, რუსთაველის გამზირი ე.წ რობოკოპებმა დაიკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა სრულად დაიკავა. მანამდე  მოქალაქეებმა პარლამენტთან რკინის ჯებირი მოხსნეს, რომელიც რუსთაველის მოედნის მხრიდან იყო დამონტაჟებული. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ რკინის ჭიშკართან მოხვდნენ. 

ჭიჭინაძის ქუჩიდან, სადაც მომიტინგეები იყვნენ მობილიზებული სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იტყობინება ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმის წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენეს.

დიდი რაოდენობით მხუთავი აირი გაუშვეს რუსთაველის გამზირზეც. რის შემდეგ გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ე.წ რობოკოპებმა დაიკავეს.

ხალხის მაისის გამო, მოხდა ჭყლეტაც. მოქალაქეთა ნაწილი 9 აპრილის ბაღში ჩავიდა, ნაწილი კი ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics