06:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 22:49:46, 1229 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა - არიან დაკავებულებიც

პარლამენტთან მიმდენარე საპროტესტო აქციაზე, რომელზეც მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ პროტესტის ადგილიდან "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც.

ადგილზე სპეცრაზმის მანქანებისა და სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი, რომლებიც "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, პარლამენტმა ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტი პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სესიაზე მიიღო. 

კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics