00:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 13:23:43, 1825 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ქალაქ გოკსუნში იყო. 

მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 25 კილომეტრი შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics