01:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 12:51:35, 701 ნახვა

პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა უნდა გადაწყვიტონ გაასაჩივრებენ თუ არა საქმეს სტრასბურგში

ახლა თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მეორე ვარიანტიც, რომ ექსპერტიზა თავიდან ჩატარდეს.

"საქართველოში ეს დავა ამოიწურა. აპელაციის იქით ეს საქმე აღარ საჩივრდება. აწი თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ეს საქმე გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში. თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, გაიგზავნება. 

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - შეიძლება, რომ თავიდან ჩატარდეს ექსპერტიზა, ამაში შეზღუდული არ ვართ. ხვალვე შეიძლება დაიწყოს ეს ექსპერტიზა და თავიდან მივმართოთ საქართველოს სასამართლოებს. რამდენად ამას აზრი აქვს, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არარეალურია იმიტომ, რომ საქართველოს სასამართლოებმა, სამწუხაროდ, ამ გამოცდას ვერ გაუძლეს და ფაქტიურად მიიღეს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რა პოლიტიკურ დავალებებსაც მათ მმართველი პოლიტიკური ძალა აძლევდა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი 6 თებერვალს უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics