10:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 20:45:39, 1427 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები - შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო დაჯგუფება მნიშვნელოვნად გაიზარდა მტერი მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას არ წყვეტს

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პასუხისმგებლობის ზონაში ვითარება სტაბილურად რთულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მტერი მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას არ წყვეტს, ნაშუადღევს ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიღუპა მინიმუმ 4 ადამიანი და 5 მძიმედ დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსული გემების დაჯგუფება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზღვაში უკვე 17 ხომალდია, მათ შორის 5 სარაკეტო გადამზიდავი და 2 წყალქვეშა ნავი.

"მტერი არ წყვეტს საჰაერო დაზვერვას, ამიტომ არ არის გამორიცხული სარაკეტო თავდასხმები, როგორც მასიური, ასევე წერტილოვანი. საჰაერო თავდასხმის სიგნალები უფრო ხშირად ისმის, არ უნდა უგულებელყოთ ისინი. საფრთხის დონე საგრძნობლად გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics