|
2023-02-25 12:44:21, 678 ნახვა
საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. უწყების ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ლიცეუმის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის კადეტები დაესწრნენ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდების ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. „ღონისძიება ლიცეუმის ტერიტორიაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის ძეგლისა და მისი სახელობის სამუზეუმო კუთხის გახსნით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მემორიალური კედელი გახსნეს. კადეტებმა ლიტერატურული კომპოზიციაც წარმოადგინეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებულ აქტივობებში ინტენსიურად მონაწილეობს. კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებიც აქტიურად არიან ჩართულები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)