12:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:37:39, 615 ნახვა

საზოგადოება
1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად 1921 წლის თებერვალში, თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა.

„ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერების ძველ უნიფორმებში გამოწყობილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი.

102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო სკოლის იუნკერები და მოხალისეები შეეწირნენ. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics