05:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 17:20:04, 864 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - სააკაშვილის ხალხი რომ ხელისუფლებაში იყოს, ისე დაგვხვრეტდნენ, როგორც იუნკერებს

როგორც შეიძლება პარლამენტის წევრს კანონის ინიცირების უფლებას არ გაძლევდნენ, სააკაშვილის ხალხი რომ ხელისუფლებაში იყოს, როგორც იუნკრებს, ისე დაგვხვრეტდნენ., - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაისვას კითხვები, უნდა თუ არა საზოგადოებას იმ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც ევროპარლამენტარები მოუწოდებენ, მათი თამაშის წესით ითამაშოს ქვეყანამ, გაათავისუფლოს კრიმინალი და მართლმსაჯულებაზე დახუჭოს თვალები.

„დემოკრატია რატომ გვინდა? ადამიანებმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად გამოხატონ იმ ძალის მიმართ, ვინც უნდათ, რომ ქვეყანა მართოს. ეს წესები ყველამ უნდა დავიცვათ და როცა ამ სიტუაციის აღრევა ხდება და სიცრუეს „გვატენიან“, რომელიც გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ და ამას საფუძვლად უდებენ იმას, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს და ევროკავშირის წევრი ვერ გახდებითო, სწორედ ეს არის ზიანი ფუნდამენტური ღირებულებების ბრძოლისთვის. როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ. იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავისი, რაღაც გაურკვეველი წესების თამაშით და მოგვიწოდებს, თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, მართლმსაჯულებაზე თვალებს არ დახუჭავ და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ", - განაცხადა ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics