02:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 11:20:19, 767 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა გააუქმა 2012 წლის განკარგულება, რომელიც რუსეთის ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებას ითვალისწინებდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2012 წლის  ბრძანება „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებების შესახებ“ გაუქმდა.

პუტინის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 11-წლიანი ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის დაახლოებას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. გარდა ამისა, განკარგულება პატივს სცემდა მოლდოვას სუვერენიტეტსა და ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

მეორეს მხრივ, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას „რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ღრმა ცვლილებებთან დაკავშირებით“. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 21 თებერვალს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გაერთიანებულ პალატას სიტყვით მიმართა. 2021 წლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოს წინაშე სიტყვით პირველად გამოვიდა.  

ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics