|
2023-02-22 10:18:30, 719 ნახვა
საზოგადოება
იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „საქმიანი ეზო“ იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან და UNDP მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნიკ ბერესფორდთან ერთად გახსნა. „ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული საკითხია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველვყოთ შესაბამისი ტყის მართვის გეგმების შემუშავება, ინვენტარიზაცია, მოვლა-აღდგენის გაძლიერება და რა თქმა უნდა ტყის დაცვა, შესაბამისი კონტროლის მექანიზმების გაძლიერებით. სატყეო რეფორმა ითვალისწინებს სატყეო მეურნეობის განვითარებას, რაშიც „საქმიანი ეზოების“ როლი უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია, მომავალში სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და მერქნულ რესურსზე წვდომას გაამარტივებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. პროექტი „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. ქვეყნის მასშტაბით, უკვე მოწყობილია 39 „საქმიანი ეზო“. 2023 წლის ბოლომდე, დამატებით, 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის, იმამურა აკირას განცხადებით, საქართველოს ტყე ძვირფასი საგანძურია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარებისთვის, ისე ადამიანების კეთილდღეობისთვის; იაპონია მოხარულია, ტყის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და ამით ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის „საქართველოს ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით, 4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი, აღიჭურვა. მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი, 30 ერთეული სპეციალური ცეცხლგამძლე ჩაფხუტი, 50 ერთეული რადიოგადამცემი (რაცია) და 3 კვადროციკლი გადაეცათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, რეგიონის სოფლების ყველაზე მოწყვლად ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმლები გადაეცათ. დაახლოებით 43,000-მდე მაცხოვრებელმა, ყოველდღიური საჭიროებისთვის, მდგრადი გზით დამზადებული საწვავი, ბიომასა მიიღეს. როგორც UNDP მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა აღნიშნა, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს ტყის რეფორმას საქართველოში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)