15:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:04:11, 387 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - გასულ წელს, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტროს  მხრიდან  დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

მინისტრის თქმით, ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს უერთდება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით  განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“.

„დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  უერთდება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს. გამოვყოფ ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, თანასწორობის კამპანიებს. ასევე, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ  საინფორმაციო აქტივობებს.
გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“. კამპანიის ფარგლებში,  საქართველოს მასშტაბით,  დიდ ქალაქებში 12 საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება  ჩატარდა. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები საჯარო და კერძო სკოლებში მართავდნენ შეხვედრებს, რომელთა მიზანი იყო ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics