|
2023-02-21 16:28:55, 732 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური - 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება
პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. „გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია. „2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, სწრაფი რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 %-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მაღალია. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)