10:20 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 10:05:46, 918 ნახვა

სამართალი
ხარისხი შემოწმების მიზნით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 29 სინჯში. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა  და სიმკვრივე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა 3 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics