04:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 09:35:00, 1441 ნახვა

ომი უკრაინაში
Politico - თეთრი სახლი უკრაინას კონტრშეტევის დაწყებას ურჩევს

თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მალე შეტევაზე გადავა, რის გამოც მოითხოვენ, რომ უკრაინამ გააძლიეროს თავისი წარმატებები ბრძოლის ველზე და დაიწყოს კონტრშეტევა. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა, მრავალი ოფიციალური პირის მეშვეობით, ურჩია ზელენსკის გუნდს თავდასხმისთვის მოემზადონ. ეს ყველაფერი იმის გამოც, რომ უკრაინის ევროპელი მეზობლების მხარდაჭერა შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს.

"ამერიკის დაზვერვის შეფასებით, პუტინი თვლის, რომ მიუხედავად მისი არმიის წარუმატებლობისა, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ორი გადამწყვეტი უპირატესობა: ცოცხალი ძალა და დრო. ევროპული დაზვერვა ასევე აფასებს, რომ პუტინი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია დაელოდოს დასავლეთის გარდაუვალ წინააღმდეგობას",- ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება დიდი კონტრშეტევის მოსამზადებლად.

ამავდროულად, სამხედრო დამკვირვებელი და პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა მოსალოდნელზე ადრე დაიწყება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics