2023-02-18 18:53:33, 834 ნახვა
პოლიტიკა
აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ - ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.
ღარიბაშვილის თქმით, მას და ოლაფ შოლცს შორის ნაყოფიერი საუბარი შედგა, სადაც განხილული იქნა გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ხედვებს ეფუძვნება.
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ გერმანია-საქართველოს ახლო მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა, რომელიც საზიარო ღირებულებებს ეფუძნება.
ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი საერთო ხედვა უფრო ძლიერი ევროპის შესახებ და გადამწყვეტი მნიშვნელობის ქმედებების აუცილებლობა. საქართველო ევროკავშირის ერთგული მოკავშირეა" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,